Friday, June 18, 2010
ამოზნექილი ოთხკუთხედები
სასწავლო პროექტი
1.პროექტის სახელი:ამოზნექილი ოთხკუთხედები
2.პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მონაწილეები იკვლევენ ამოზნექილ ოთხკუთხედებს,კერძოდ პარალელოგრამს.არკვევენ ამ გეომეტრიულ ფიგურის თვისებებს.
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს და შეისწავლიან ამოზნექილ ოთხკუთხედებს.გამოიკვლევენ მას,როგორც გეომეტრიულ გიგურას.მოძიებული მასალების საფუძველზე გამოთვლიან პარალელოგრამის ზედაპირის ფართობს და მოძიებულინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
4.მონაწილეთა ასაკი/13–14წელი.VIII-კლასი
5.ვადები/ხანგრძლივობა:2010წლის ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად შექმნილი გეგმის შესაბამისად.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კვლევა,დისკუსიის გამართვა მოძიებულ მასალებზე,ფიგურის მაკეტის შექმნა და ზომების დადგენა.ზუსტი გამოთვლების ჩატარება.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას:პარალელოგრამის ჩანახატები,ფოტოალბომი,ბლოგი,გაიმართება ფოტოსურათების გამოფენა.
8.სარგებელი სხვებისთვის:გაიღრმავებენ ცოდნას პარალელოგრამის შესახებ.ფოტოგამოფენის და ბლოგის ნახვისას მიიღებენ მეტ ცოდნას.
9.სამუშაო ენა:ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:აწყვიტის საჯარო სჯოლა
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული ენა:ლიტერატურული ნაწარმოების ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა,ჩანახატის შექმნა,მსჯელობის უნარის განვითარება.
მათემატიკა:ქმნის სივრცული ფიგურის მაკეტს,პოულობს მის ზომებს და იყენებს მათ პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას.
ისტ–ი:ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება,ისტ–ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება,ბლოგის შექმნა.
12.პროექტის ფასილიტატორი: ნინო ბირჩაძე–აწყვიტის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.
13.ფასილიტატორის ელ–ფოსტა: ninobirchadze@gmail.com
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment